ახალი ამბები

ქართული ოცნება აცხადებს, რომ ბერლუსკონიმ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

22 ოქტომბერი, 2017 • 2806
ქართული ოცნება აცხადებს, რომ ბერლუსკონიმ კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს  არჩევნებში  გამარჯვება მიულოცა.

ქართული ოცნების ინფორმაციით,  სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ცესკოს წინასწარი შედეგებით,“ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი