ხანძარს წყალტუბოში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 26 სექტემბერს, წყალტუბოში გაჩენილ ხანძარს ხანშიშესული ქალი ემსხვერპლა.

სააგენტოს ცნობით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, ადგილზე მისული იყო 2 ჯგუფი – 10 მეხანძრე მაშველი მონაწილეობდა ცეცხლის ჩაქრობაში.

სააგენტოს ცნობით, მისულ მაშველებეს ქალი დაღუპული დახვდათ. ხანძარი 12:00 საათისთვის ლიკვიდირებულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com