ახალი ამბები

EU-ში როუმინგის ტარიფი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაუქმდეს

12 სექტემბერი, 2017 • 4045
EU-ში როუმინგის ტარიფი შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც გაუქმდეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შემდეგ როუმინგის ტარიფი შესაძლოა საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც გაუქმდეს.

რადიო თავისუფალი ევროპის რეპორტიორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ საკითხზე უკვე ლაპარაკობენ და თემის განხილვა აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე იგეგმება, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.

ვროკავშირის ქვეყნებში როუმინგის ტარიფები გაუქმდა და მოქალაქეებს შეუძლიათ, ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში ისე იმოგზაურონ, რომ როუმინგში დამატებითი თანხა არ გადაიხადონ და, შესაბამისად, ისარგებლონ იმ ტარიფით, რაც სამშობლოში ჰქონდათ.

ევროპარლამენტმა შესაბამისი რეგულაცია 6 აპრილს დაამტკიცა.

“ევროკავშირის მოქალაქეები, რომლებიც ევროკავშირის წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში გაემგზავრებიან, აღარ გადაიხდიან როუმიგის ხარჯებს დარეკვისას, sms-ის გაგზავნისას, ან მობილური ინტერნეტის მოხმარებისას იმ სიმ ბარათის გამოყენების შემთხვევაში, რომლითაც თავიანთ ქვეყანაში სარგებლობდნენ,”- აცხადებს ევროკომისია.

მასალების გადაბეჭდვის წესი