მეიდანი, ძველი თბილისი. ხედი ნარიყალას ციხეზე. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ანონსი – 11 სექტემბერი

11 სექტემბერს, 11.00-ზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.


12:00 საათზე “ქართველთა მარშის” ორგანიზატორები “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ქართული ოცნების შტაბთან და სოროსის ფონდთან დაგეგმილი აქციები მისამართი: კოსტავას ქ.68


11 სექტემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას რეფორმების და საქმიანობის გასაცნობად ტაჯიკეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაცია ეწვევა. შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს და ეთიკის კომისიის წევრები დაესწრებიან.

მისამართი: თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების 33.


12.00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდება.


14:00 საათზე, USAID G4G-ის ოფისში ლ. მიქელაძის #5, (ყოფილი აბულაძის ქუჩა, ყიფშძეზე) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) გიწვევთ კერძო-საჯარო დიალოგის ფორმატის დისკუსიაზე – ევროკავშირის დირექტივა „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ.“ 


11:00 საათზე სახალხო დამცველი შრომის უსაფრთხოების კამპანიის პრეზენტაციას გამართვავს.

მისამართი: ნ. რამიშვილის #6


9/11 ის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, ა(ა)იპ “ამერიკის მეგობართა კლუბი“ განახორციელებს პროექტს “თავისუფლების ხე“, რომელიც მიეძღვნება 2001 წლის 11 სექტემბერს ქ. ნიუ–ორკში მომხდარ ტრაგედიას. აღნიშნული ღონისძიების მეშვეობით, ქართველ ხალხთან ერთად სოლიდარობას უცხადებთ ამერიკელ ხალხს და ვგმობთ მომხდარ ტრაგედიას. ღონსძიების ფარგლებში დაირგვება 9/11-ისადმი მიძღვნილი ხის ნერგი.
მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი 138-ში მდებარე სკვერი 2017 წლის 11 სექტემბერი დღის 11:00 საათი


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com