კანცელარიასთან გაიმართა ბათუმში ნაცემი ქვიარ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, გაიმართა ბათუმში ნაცემი ქვიარ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” ორი წევრი  25 აგვისტოს დილით ბათუმში დააკავეს – ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი ნაცემი არიან. “თანასწორობის მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან ბერიანიძეს და ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრს ბათუმის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს.

აქციის მონაწილეები მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ:

“ჩვენ, ლგბტქი ადამიანები, ძალადობას განვიცდით არა მხოლოდ საზოგადოების ჰომოფობიურად განწყობილი ნაწილისგან, არამედ ჩვენზე ძალადობს სახელმწიფოც, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას ლგბტქი ადამიანები, თავად ხდება ამ ძალადობრივი ქმედებების თანამონაწილე” – ამბობენ აქციის მონაწილეები.

25.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი მიშა მეფარიშვილი

25.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი მიშა მეფარიშვილი

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.