ახალი ამბები

აბესაძე: NDI–ს კვლევამ გვაჩვენა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას

27 ივლისი, 2017 • 1917
აბესაძე: NDI–ს კვლევამ გვაჩვენა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულის ქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანაში სოციალური პრობლემები კვლავ მწვავედ დგას.

“NDI–ს კვლევამ გვაჩვენა, რომ სოციალური პრობლემები კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად ქვეყანაში.  სიღარიბე და უმუშევრობა ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას.  ამ ფონზე კვლევა გვაჩვენებს, რომ ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამისადმი საკმაოდ დიდია ნდობა და მოსახლეობის ნაწილს სჯერა, რომ ევროპული საქართველო შეძლებს ამ მწვავე სოციალური პრობლემის გადაჭრას. ამ ფონზე ამომრჩევრლის თითქმის 50 % – ს გადაწყვეტილი არ აქვს, თუ ვის დაუჭერს მხარს. შესაბამისად, ჩვენი შემდეგი აქტიური მუშაობა მიმართული იქნება იქით, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა, ჩვენი ხედვა გსვსცნოთ ხალხს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოვაგვაროთ სოცილაური პრობლემები და სხვა პრობლემები, რომლებიც დედაქალაქის და რაიონების მოსახლეობას აწუხებს. ეს  მოგვცემს დადებით შედეგს არჩევნებზე”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღეს, 27 ივლისს NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგი გააცნეს საზოგადეობას. კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 18 ივნისი – 9 ივლისი. პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა მთელ საქართველოში 2,261 ინტერვიუერთან. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.

მასალების გადაბეჭდვის წესი