ახალი ამბები

“პატრიოტების” პარლამენტარი: კანონმორჩილ რუს დეპუტატებს ტურისტად შეუძლიათ ჩამოვიდნენ

21 ივლისი, 2017 • 2194
“პატრიოტების” პარლამენტარი: კანონმორჩილ რუს დეპუტატებს ტურისტად შეუძლიათ ჩამოვიდნენ

რუს დეპუტატებს, რომლებსაც არავითარი კანონი დაურღვევიათ, არავინ უშლის ხელს, ჩამოვიდნენ საქართველოში და დარჩნენ აქ, რამდენ ხანსაც მოესურვებათ ტურისტის, დეპუტატის თუ პოლიტიკოსის რანგში, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ გადაცემა “რეაქციაში” ჩართვისას განაცხადა.

პარლამენტარის თქმით, მოსკოვში ვიზიტისას საქართველოში რუსი დეპუტატები არ მოუწვევიათ, რადგან საამისო პირობები ჯერ არ არის შექმნილი.

“რაღაცამდე უნდა მივიდეთ და შემდეგ შესაძლებელია, რომ მოვიწვიოთ [რუსი დეპუტატები] საქართველოში. მოწვევა საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში იქ [მოსკოვში ვიზიტისას] და რატომ გავრცელდა… როგორც ჩანს, რაღაც ინტერპრეტაცია ჰქონდა ზოგიერთ ჟურნალისტს, გავრცელდა ეს ინფორმაცია, რამაც შემდეგ გადაფარა ყველა სახვა მნიშვნელოვანი საკითხი.”

2017 წლის ივლისში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატებმა – ადა მარშანიამ, ნატო ჩხეიძემ და გიორგი ლომიამ, მოსკოვში დუმის დეპუტატებთან გამართეს შეხვედრები. პარტიის პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ ძირითადი საუბრის თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი