ახალი ამბები

პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში [ფოტო]

18 ივლისი, 2017 • 3044
პოროშენკო საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში [ფოტო]

უკრაინის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და უკრაინის პირველი ლედი.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

უკრაინის პრეზიდენტის სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პირველი ვიცეპრემიერმინისტრი, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრი სტეპან კუბივი,  უკრაინის ვიცეპრემიერმინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანნა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ელისეევი, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმერ ომელიანი, უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან პარლამენტთაშორისი კავშირების სადეპუტატო ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ოპერატიული უზრუნველყოფის მთავარი დეპარტამენტის  ხელმძღვანელი, უკრაინის პრეზიდენტის პირველი მოადგილე იური ონიშჩენკო, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი.

პეტრო პოროშენკოს დახვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში/ ფოტო © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პირველ ლედის მარინა პოროშენკოს ჩაიზე უმასპინძლა.

მაკა ჩიჩუამ და მარინა პოროშენკომ ხალხებს შორის მეგობრობის, კულტურული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამახსოვრო საჩუქრებიგაცვალეს.

მაკა ჩიჩუამ მარინა პოროშენკოს ცნობილი ქართველი მხატვრის რუსუდანფეტვიაშვილის მიერ მოხატული შარფი უსახსოვრა, ხოლო მარინა პოროშენკომუკრაინული, ტრადიციული ქარვის სამკაული.

მაკა ჩიჩუა და მარინა პოროშენკო © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მაკა ჩიჩუა და მარინა პოროშენკო © პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი