ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის თანაშემწე: აზერბაიჯანი საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს

17 ივლისი, 2017 • 4406
ალიევის თანაშემწე: აზერბაიჯანი საგარეო პოლიტიკაში რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს

“აზერბაიჯანი საგარეო პოლიტიკაში თავისი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელთანაც საუკუნეები გვაკავშირებს. ქვეყანა, რომელთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენს გეგმებში შედის რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოება და გამყარება”, – განუცხადა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ნოვრუზ მამედოვმა.

ამასთან, ილჰამ ალიევის თანაშემწემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში გაუგებრობა გამოიწვია რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ რუსეთში აზერბაიჯანის კონგრესის გაუქმებამ და რუსული საგარეო უწყების ხისტმა განცხადებებმა.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა რუსეთში აზერბაიჯანული კონგრესი, რომელიც სასამართლოს განცხადებით, რუსეთის კანონმდებლობას არღვევდა და მოთხოვნებს უგულებელყოფდა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ჩასული რუსეთის მოქალაქეები აზერბაიჯანელი თანამდებობის პირთა მხრიდან დისკრიმინაციას აწყდებიან. რუსული მხარის ოფიციალური ცნობით, მხოლოდ 2017 წელს რუსეთის 25 მოქალაქე სომხური გვარების გამო აზერბაიჯანში არ შეუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი