ანონსი – 14 ივლისი

წარმოგიდგენთ 14 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


09:00 საათზე, სოფელ ბერშუეთში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართება. საპროტესტო აქცია სახელად “სადაც დგას ნამდვილი მტერი – მდუმარე აქცია საოკუპაციო ხაზთან!” ფეისბუკით დაანონსდა, რომლის დისკუსიასაც შეგიძლიათ გადახედოთ ამ ბმულზე.


09:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობაში (თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი) სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ორდღიანი ფორუმი გაიხსნება. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემაა: “ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდა სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში”. ფორუმის მონაწილეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და დიდი ბრიტანეთიდან განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დეზინფორმაციის გამოყენება ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდის მიზნებისთვის. საკონტაქტო პირი: გიორგი ჩადუნელი – 599107333.


09:00 საათზე, სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი გაიმართება. „ანტი-დემოკრატიული და ანტი-დასავლური პროპაგანდა სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში“ – ღონისძიების მთავარი თემაა. ღონისძიებას ნიმდ-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის დირექტორი ლევან ცუცქირიძე და საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმითი გახსნიან. ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვლენ ანელი ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი ანელი კიმბერი და ნიდერლანდების სამეფოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი აიმერტ ვან მიდელკოოპი. ადგილი: თბილისი, საქართველოს პარლამენტის შენობა, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი. საკონტაქტო ინფორმაცია: გიორგი ჩადუნელი – 599107333.


10:00 საათზე, მედიის წარმომადგენლები სოფელ ბერშუეთში მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ. შეკრება: დილის 08:00 საათზე “ვარდების მოედანზე”. გასვლა: 09:00 საათზე. ტრანსპორტი უფასოა. ორგანიზატორები დილიდან ადგილზე იქნებიან. საკონტაქტო პირები: ელისო კილაძე – 599171212; ლაშა ბერულავა – 577208613.


12:00 საათზე, ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი მართავს შეხვედრას, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის მარტოხელა მშობლებისთვის არსებულ დახმარებებს, ამასთან დაკავშირებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ეხება. ადგილი: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“.


15:00 საათზე, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ პრესკონფერენციას გამართავს. ადგილი: თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში (ჭავჭავაძის გამზ. #35). საკონტაქტო პირი: ნინო გოდერძიშვილი – 577769636. დასწრების მსურველები დაუკავშირდით წინასწარ.


15:00 საათზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელშეწყობით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში იხსნება თევზის გადამამუშავებელი საწარმო. საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა-ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, დიპკორპუსის და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. მისამართი: ქარელის რ-ნი სოფ ურბნისი, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 92 კმ. საკონტაქტო პირი: გიორგი ავალიანი – 591410841.


20:00 საათზე, “ქართველთა მარში” გაიმართება. ნაციონალისტური ჯგუფები, მათი თანამოაზრეები, სანდრო ბრეგაძისა და გია კორკოტაშვილის ხელმძღვანელობით უცხოელების წინააღმდეგ მსვლელობას მოაწყობენ. აქციის მოანწილეები 24 სკოლასთან შეიკრიბებიან, ხოლო მსვლელობით მთავრობის კანცელარიისკენ გადაინაცვლებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.