ახალი ამბები

ანონსი – 11 ივლისი

10 ივლისი, 2017 • 2161
ანონსი – 11 ივლისი

წარმოგიდგენთ 11 ივლისს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:


09:45  სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ – გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით, კონფერენცია „რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში“ გაიმართება.


10:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.


10:00 საათზე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიისთვის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.


10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიკაილ კადიევის სასამართლო გაიმართება. პროცესს დაესწრებიან ევროპული საქართველოს წევრი გიორგი ტუღუში და აფხაზთა კრების თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.  საკონტაქტო: მალხაზ პატარაია 593 737557


11:00 საათზე, კონრად ადენაუერის ფონდის ოფისში (თბილისი, ელენე ახვლედიანის აღმართი, 9ა) გაიმართება ევროკავშირის ახალი პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ პრეზენტაცია. პროექტის მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი როლი პოლიტიკის შემუშავებასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ პროცესებში.


11:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი, ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის პრეზენტაციას გამართავენ.


12:00 საათზე ხონში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. ხონის იუსტიციის სახლი რიგით 22-ე იუსტიციის სახლი იქნება.


12:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად.


15:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართებს პრესკონფერენცია ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი