კახა კალაძე, ენერგეტიკის მინისტრი. ფოტო: ნეტგაზეთ/გიორგი დიასამიძე

“ოცნების” პოლიტსაჭოს გადაწყვეტილებით, კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ თბილისის მერის არჩევნებში პარტიის კანდიდატად ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაასახელა. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ დღეს მიიღო. კანდიდატს კი ოფიციალურად დღეს საღამოს, 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში წარადგენენ.

ინფორმაციას ამის შესახებ მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა წევრები  ადასტურებენ.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც იყო ის წარმატებული სპორტში, ენერგეტიკაში და ყველა სფეროში, სადაც ის იყო, ზოგადად, ისეთი წარმატებული იქნება თბილისის მერის თანამდებობაზე და თბილისი იქნება საერთოდ ახალი ბრენდი, თბილისს მოუტანს დიდ წარმატებას,” – აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

კალაძესთან ერთად თბილისის მერობისათვის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ზალიკო უდუმაშვილი, “ევროპული საქართველოდან” კი ელენე ხოშტარია იბრძოლებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი