ახალი ამბები

თეთრიწყაროში კლდის მასივი ჩამოიშალა

21 მაისი, 2017 • 2097
თეთრიწყაროში კლდის მასივი ჩამოიშალა

უხვი ნალექის გამო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კლდის მასივი ჩამოიშალა და სოფელ დიდ კლდეისთან მისავლელი გზა ჩახერგა.

“მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გარკვეულ მონაკვეთზე კლდის მასივი ჩამოიშალა, რის შედეგადაც ჩაიხერგა დიდ კლდეისთან მისასვლელი გზა. ამ ეტაპზე მობილიზებული ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საღამოს გზა განვლადი იქნება”,- განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას თეთრიწყაროს გამგეობის პრესამსახურის წარმომადგენელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი