ახალი ამბები

NDI: 14%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც საპატრიარქოს საქმიანობას დადებითად აფასებს

15 მაისი, 2017 • 4576
NDI: 14%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც საპატრიარქოს საქმიანობას დადებითად აფასებს

NDI-ს გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობით კმაყოფილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირდა.

“კითხვაზე, როგორ აფასებთ ეკლესიის საქმიანობას, 58 პასუხობს, რომ დადებითად აფასებს ( 14% – ძალიან  კარგად, 44% – კარგად).

ეკლესიის საქმიანობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 7%. 23% საშუალოდ აფასებს, ხოლო 11%-მა არ იცის.

2016 წლს მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეკლესიის საქმიანობას დადებითად 72% აფასებდა, 145 საშუალოდ, ხოლო უარყოფითად -3%. 10%-მა არ იცოდა.

2015 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დადებითად ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 75% აფასებდა. ხოლო უარყოფითად- 2%.

მართმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის სეფასებ, NDI 2017 წლის აპრილი

მართმადიდებელი ეკლესიის საქმიანობის სეფასებ, NDI 2017 წლის აპრილი

მასალების გადაბეჭდვის წესი