ახალი ამბები

ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის დროს 4 ადამიანია დაკავებული

2 მაისი, 2017 • 2275
ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმის დროს 4 ადამიანია დაკავებული

პოლიციის ცნობით, ტრანსგენდერი ქალების ბინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით 4 პირია დაკავებული.

მათი სასამართლო პროცესი დღეს, 10 საათიდანაა ჩანიშნული.  მოსამართლე ცალკ-ცალკე  განიხილავს თითოეულის საქმეს.

ისინი გუშინ, 1 მაისს, დააკავეს. ამათგან, სავარაუდოდ, 2 ტრანსგენდერი ქალია, 2 კი- მეზობელი.

როგორც ტრანსგენდერმა ქალმა  1 მაისს „ნეტგაზეთს“ განუცხადა, მათ საცხოვრებელ ბინას ქუჩიდან ქვები ესროლეს, შემდეგ კი კარის შემტვრევაც სცადეს.  მათ პოლიციას გამოუძახეს.

ადგილზე გამოსული იყვნენ მეზობლები.

ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია მუქარის მუხლით. ხოლო დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი