პარლამენტის დეპუტატის ავტომობილების დაწვა სცადეს

ახალქალაქში “ქართული ოცნების” წევრის, პარლამენტის დეპუტატ სამველ მანუკიანის კუთვნილი ორი ავტომობილის დაწვა სცადეს. დეპუტატმა “სამხრეთის კარიბჭესთან” საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარი სავარაუდოდ მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, ავტომობილები კი ძლიერად არ არის დაზიანებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ავტომანქანის დაზიანების შესახებ ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შეტყობინების მიღებისთანავე  დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება.

უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი