ახალი ამბები

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

11 აპრილი, 2017 • 2135
თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის თანახმად, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი