მოქალაქეებს ფარული მოსმენების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელები შეაქვთ [ფოტო]

ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში მოქალაქეებს ფარული მოსმენების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელები მიაქვთ.

ამის შესაძლებლობა მათ კამპანია “ეს შენ გეხებამ” მისცა – სარჩელის ფორმის ჩამოტირთვა და შევსება მათი ვებ-გვერდიდან დღეს, 6 აპრილამდე, 17:00 საათამდე არის შესაძლებელი.

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებს იბარებენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.04.2017

ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებს იბარებენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.04.2017

ფონდის ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, სარჩელით მოითხოვენ, რომ არსებითი განხილვის გარეშე, დასაშვებობის ეტაპზევე, გამწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმები არაკონსტიტუციურად ცნოს.

“პარლამენტმა ამ ახალი კანონით რეალურად დაძლია ის გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 1 წლის წინ, 14 აპრილს მიიღო. შესაბამისად, მთავარი არსია, რომ თუ სასამართლო ამას არ გააკეთებს, ის თავის პრესტიჟს ვეღარ დაიცავს. დღეს თუ ასე დაუძლევს პარლამენტი რაღაცას, ხვალ და ზეგ უფრო მარტივად დაუძლევენ ყველაფერს და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდი იქნება,”- გვეუბნება გიორგი ბურჯანაძე.

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებს იბარებენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.04.2017

ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებს იბარებენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.04.2017

ბურჯანაძის თქმით, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში და შეიტანს სარჩელს, ეს იმის მანიშნებელი იქნება, თუ რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა მოსახლეობაში:

“გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ადამიანს აქვს განცდა და შიში, რომ მათი პირადი ცხოვრება იზღუდება, მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა დავიწყოთ მოძრაობა იმისკენ, რათა ჩვენი უფლებები თვითონვე დავიცვათ. ყველას მონაწილეობა ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სასამართლოს დავანახოთ, რომ პრობლემა არსებობს და ამ პრობლემის სიმწვავე იმდენად დიდია, რომ მოსახლეობის ფართო მასები ჩართული არიან ამ პროცესში… თვითონ მოსამართლეებიც კი, რომლებიც ადამიანები არიან, დარწმუნებული ვარ, მათაც აქვთ განცდა, რომ მათი პირადი ცხოვრება შეიძლება დაცული არ იყოს, დაუცველია მათი სატელეფონო კომუნიკაცია და ასე შემდეგ,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებს იბარებენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.04.2017

ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებს იბარებენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.04.2017

თუ,  ჯამში, რამდენი მოქალაქე შეუერთდა სარჩელს, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

“ეს შენ გეხებას” გარდა, ფარული მოსმენების კანონებს ასაჩივრებენ “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკარტები”, სახალხო დამცველი.

ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებს იბარებენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.04.2017

ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში მოქალაქეების საკონსტიტუციო სარჩელებს იბარებენ. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 06.04.2017

მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველად არ ასაჩივრებენ. 2016 წელის 14 აპრილს სწორედ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო და განაცხადა, რომ მოსმენების “გასაღები” არ უნდა იყოს იმ ორგანოს ხელში, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძების ფუნქცია და ამ მონაცემების გაცნობისა და დამუშავების ინტერესი აქვს.

ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა შეცვალა კანონი – მოსმენების “გასაღები” მიანიჭა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის” დაქვემდებარებაში შექმნილ სსიპ “ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს”. პრეზიდენტმა ამ კანონპროექტთა პაკეტს ვეტო დაადო, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

“ეს შენ გეხებაში” გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, პოლიტიური პარტიების ნაწილი და ომბუდსმენი მიიჩნევენ, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესასრულებლად მიღებული კანონი კვლავ არაკონსტიტუციურია და მოსმენებს კვლავ ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული ორგანო განახორციელებს, რაც ზრდის ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკებს.

DSC_3917

მოქალაქეების მიერ შევსებული სარჩელები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი