ახალი ამბები

ომბუდსმენი: ჩემი აზრით, შესაძლოა გვარამიას წინააღმდეგ პატიმრობა არ იყოს გამოყენებული

20 დეკემბერი, 2012 • • 1019
ომბუდსმენი: ჩემი აზრით, შესაძლოა გვარამიას წინააღმდეგ პატიმრობა არ იყოს გამოყენებული

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, შესაძლოა თუ არა “რუსთავი 2″–ზე ზეწოლად აღვიქვათ ნიკა გვარამიას დაკავება(სწორედ ასე აფასებს ტელეარხი მის დაკავებას), სახალხო დამცველმა უპასუხა: “მე არ შემიძლია არც არაფრის დადასტურება და არც უარყოფა. ჯერჯერობით, მე არ ვიცნობ არანაირ მასალას, მე არ ვიცი, იქ რა მტკიცებულებებზეა საუბარი, ამიტომ, სანამ არ ვნახავ ყველა საბუთს და არ მოვახდენ მის ანალიზს, გამიჭირდება საუბარი. თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი, როცა ტელეკომპანიის დირექტორი არის ასეთ რაღაცაში ბრალდებული და დაკავებული. მე შეიძლება მქონდეს სხვა აზრი, რომ შესაძლოა არ იყოს გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ”.

 

უჩა ნანუაშვილის თქმით, საკუთარი ინიციატივით მივიდა დაკავებულთა მოსანახულებლად, რადგან მათგან პირადად აინტერესებდა აზრი მომხდარის შესახებ 

 

“ნიკა გვარამია, ცოტა არ იყოს, გაოგნებული იყო, ვერ წარმოედგინა, ვერ ამბობდა, რა იყო მიზეზი ამ ყველაფრის. ის ამბობდა, რომ ძალიან ბევრ დოკუმენტზე, ბევრ ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი და რატომ მოხდა მისი დაკავება, გაუგებარია მისთვის.  ის დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე შევიდა და არც ელოდა დაკავებას, რატომ მოხდა ამ მეთოდის გამოყენება, გაოგნებული იყო. მე მის გარდა გავესაუბრე კახაბერ დამენიას, იზაბელა გუტიძეს და დევი კანდელაკს. ალექსანდრე ხეთაგური არ მინახავს, ის მოდულშია და ჩვენი წარმომადგენელი შევა მასთანაც აუცილებლად. ასევე მოვინახულებთ გიორგი ნემსიწვერიძეს”, – განუცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა “ნეტგაზეთს”.

 

მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისი აღნიშნულ საქმეს დეტალურად შეისწავლის და განცხადებას ამის შემდეგ, მოგვიანებით გაავრცელებს.

 

უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი