ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილი მომავალი წლიდან საიას დატოვებს

18 დეკემბერი, 2012 • 1004
თამარ ჩუგოშვილი მომავალი წლიდან საიას დატოვებს

 

ჩუგოშვილის განმარტებით, საიას გამგეობის წევრად დარჩება, თუმცა, სად გააგრძელებს მუშაობას, ამაზე ჯერ არ საუბრობს.

 

მისივე თქმით, მომავალი სამუშაო ადგილის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს.

 

კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა საქმიანობას საიას ყოფილი ხელმძღვანელი სამთავრობო სექტორში, ჩუგოშვილი ცალსახად ამ საკითხზე არ საუბრობს. 

 

საიას ახალი ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძე, დღეს, 18 დეკემბერს თამარ ჩუგოშვილმა ოფიციალურად წარადგინა.

 

კახა კოჟორიძის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დანიშნვის გადაწყვეტილება საიას გამგეობამ 17 დეკემბერს მიიღო. კოჟორიძის განმარტებით, მისი კანდიდატურა გამგეობის წევრმა, თამარ ხიდაშელმა წარადგინა. 

 

კახა კოჟორიძე საიას იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2009-2012 წლებში მუშაობდა. 2009 წლიდან ლექციებს კითხულობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. საიაში არის სხვადასხვა კვლევის თანაავტორი. მუშაობდა საიაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატად. 

 

როგორც კოჟორიძე ამბობს, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რაიმე ცვლილებებს არ გეგმავს.

 

“საიას სისტემა, ღორებულებები უკვე ჩამოყალიბებულია, სტრუქტურა აწყობილია, მიმართულებები და სტრატეგია წერილობით არის ჩამოყალიბებული და ჩვენ მივყვებით ამ ხაზს,”- განაცხადა კოჟორიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი