ახალი ამბები

ანონსი – 23 მარტი

22 მარტი, 2017 • 1488
ანონსი – 23 მარტი

09:00  –  მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.


11:00 –  პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრის ზვიად ხორგუაშვილის ბრიფინგი გაიმართება.თემა – ქართული ოცნების მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა და მისი მძიმე შედეგები.


12:00 – პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრი მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში მყოფ შშმ მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების მოთხოვნით პრესკონფერენციას გამართავს. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედ კომისიას, გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით და შეწყვიტოს პრაქტიკა, რომელიც აცდენილია კანონმდებლობას.


12:00 –  „მოქალაქეთათვის 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გზამკვლევის“ პრეზენტაციაგაიმართება. ღონისძიება გაიმართება სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“.


14:00 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვედება. მინისტრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შემავალ ცვლილებათა პროექტს გააცნობს და მათ აზრს მოისმენს. მის: ჯანდაცვის სამინისტრო-წერეთლის 144

მასალების გადაბეჭდვის წესი