ახალი ამბები

ომბუდსმენი: საეჭვოა, მოკლე პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირების შვილების დაკავება

15 მარტი, 2017 • 1351
ომბუდსმენი: საეჭვოა, მოკლე პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირების შვილების დაკავება

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ საეჭვოა, დროის ასე მოკლე მონაკვეთში პოლიტიკურად აქტიური პირების შვილები დააკავეს.

„ზოგადად საეჭვოა, დროის ასე მოკლე მონაკვეთში, როდესაც ხდება დაკავება პოლიტიკურად აქტიური პირების (შვილების). ჩვენ ვცდილობთ, ყველა დეტალი ამ საკითხთან დაკავშირებით, შევისწავლოთ. ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული ქვეყანაში. ჩვენ ამაზე არაერთი რეკომენდაცია გვქონდა ბოლო პერიოდში. ორი საკონსტიტუციო სარჩელი გვქონდა წარდგენილი და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანებში პოლიტიკა გადაიხედება და იქნება მიმართული რეაბილიტაციაზე და მკურნალობაზე და არა რეპრესიებსა და დასჯაზე,”- განაცხადა სახალხო დამცველმა

სახალხო დამცველი ამბობს, რომ მათ დაწყებული აქვთ ორივე საქმის ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილისა და პოლიტიკოს ხატია დეკანოიძის შვილის დაკავებების საკითხის შესწავლა.

ომბუდსმენის თქმით მათ მოინახულეს კილაძის შვილი, რომელიც დარღვევებზე საუბრობს.

ომბუდსმენმა შსს-ს გაუგზავნა წინადადება, რომ კონკრეტული პოლიციელების მიმართ დაიწყოს დისციპლინური საქმისწარმოება, რადგან იგი შეუსაბამოდ მოიქცა. ომბუდსმენმა, დაზიანებებთან დაკავშირებით, რომელიც კილაძის შვილს აღენიშნებოდა, პროკურატურას მიმართა, რომ შეისწავლონ ეს საკითხი.

ელისო კილაძის შვილი, 13 მარტს დააკავეს, სსკ-ს 260 მუხლის მიხედვით დაიწყო გამოძიება. კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკა შირებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები მის შვილს ჩაუდეს.

ხატია დეკანოიძის შვილი კი, 14 მარტს დააკავეს. მასაც ბრალად ნარკოდანაშაული ედება.

მასალების გადაბეჭდვის წესი