ახალი ამბები

‘თელასის’ თანამშრომლები 22 ნოემბრიდან გაფიცვას შეწყვეტენ

21 ნოემბერი, 2012 • • 966
‘თელასის’ თანამშრომლები 22 ნოემბრიდან გაფიცვას შეწყვეტენ

 

მედიისთვის დახურული შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში
მედიისთვის დახურული შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში

დახურული შეხვედრას, რომელიც 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, “თელასის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი თელასის პროფკავშირების კომიტეტის წევრმა ირინა კერვალიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, 22 ნოემბრიდან კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას შეწყვეტენ: ” თელასში მოიხსნება გაფიცვა და კომისიის შემდგომი შეხვედრა დაინიშნება ორშაბათს, რომელზეც  განიხილება სამსახურიდან გაშვებული თითოეული თანამშრომელის საკითხი.”

 

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილი ილია ელოშვილი განცხადებებს შეისწავლის, კერძოდ, საქმე ეხება თანამშომლების სამსახურიდან დათხოვნას:

 

” ამ შემთხვევაში სამინისტრო უნდა იყოს მაკოორდინირებლის როლში. კომპანიის მენეჯმენტი ვალდებულია ახსნას თავისი მოქმედებები. გვირჩევნია, რომ მხარეებმა თავად მოახერხონ კონსენსუსის მიღწევა. კომისიის პირველ შეხვედრაზე შევთანხმდით პრინციპებზე, რითაც უნდა ვიმუშაოთ. შეთანხმებისათვის მხარეებს ვადა ორშაბათამდე აქვთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მათ უნდა გააცნონ თავიანთ მხარეებს მიღეწეული შეთანხმების შესახებ.”

 

ელოშვილის თქმით, “თელასში” არ უნდა მოხდეს თაამშრომლების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით: “ჩვენ არ გამოვიძიებთ, ვინ ვისი მხარდამჭერი იყო წინა პერიოდში ან ახლა. ჩვენ შევაფასებთ ადამიანებს  მათი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიაში  სამართლინობა აღდგეს”.

 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “თელასში” ამ სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. მოხდება ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, “თელასში” შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების შესვლა კომპანიაში მიმდინარე პროცესებს არ უკავშირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი