ახალი ამბები

ყვავილები პატრიარქისთვის – როგორ დახვდნენ ილია მეორეს თბილისში [ფოტო]

20 თებერვალი, 2017 • 5056
ყვავილები პატრიარქისთვის – როგორ დახვდნენ ილია მეორეს თბილისში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის თვითმფრინავი თბილისში 20 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე დაეშვა, თუმცა მის დასახვედრად მრევლმა შეკრება თითქმის 2 საათით ადრე დაიწყო.

ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. 13 თებერვალს მას ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთდა.

პატრიარქის დასახვედრად აეროპორტში მივიდნენ სასულიერო პირები, მრევლის წარმომადგენლები, ჩოხოსნები.

ჩოხოსნები პატრიარქთან შესახვედრად ემზადებიან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.02.2017

ჩოხოსნები პატრიარქთან შესახვედრად ემზადებიან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი 20.02.2017

პატრიარქის დასახვედრად ბავშვებიც იყვნენ. მათ ნაწილს ჩოხები ეცვათ და ხელში სანთლები ეჭირათ.

02

პატრიარქის დასახვედრად მოსული ბავშვები სანთლებით ხელში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მჭავარიანი. 20.02.2017

01

მრევლის დიდი ნაწილი პატრიარქის გამოჩენას აეროპორტში 1 საათზე მეტი დროის განმავლობაში ელოდა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მჭავარიანი. 20.02.2017

სამების ტაძრის მედავითნე ირაკლი სამუშია აეროპორტში დიდი ჯვრით ხელში მივიდა:

“სვეტიცხოველში  გაზრდილია ეს ვაზი, იქ დაბადებული, იქ გაზრდილი და მისგან ჯვარი სვეტიცხოვლის ეზოში გაკეთდა, სადაც კვართია დაბრძანებული. ჯვარი  არის ქრისტიანის იარაღი ბოროტის წინააღმდეგ და თავისთავად, ჯვარი სიმბოლურად გვიცავს, გვფარავს. უწმინდესს ჯვრით რომ დავხვდებით, ეს იმის ნიშანია, რომ ცხოვლისმყოფელი ჯვრისა ძალითა დაიფაროს უფალმა ჩვენი უწმინდესი ბოროტი ძალისაგან,” – გვიყვება ირაკლი სამუშია.

სამების ტაძრის მედავითნე ირაკლი სამუშია აეროპორტში დიდი ჯვრით ხელში. მისი თქმით, ეს ჯვარი სვეტიცხოველში გახრდილი ბაზით არის დამზადებული. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 20/02.2017

სამების ტაძრის მედავითნე ირაკლი სამუშია აეროპორტში დიდი ჯვრით ხელში. მისი თქმით, ეს ჯვარი სვეტიცხოველში გახრდილი ბაზით არის დამზადებული. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 20/02.2017

მრევლი ეოდება პატრიარქის ჩამოსვლას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ფოტო: ნეტგაზეთ ქეთი მაჭავარიანი

მრევლი ელოდება პატრიარქის ჩამოსვლას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ფოტო: ნეტგაზეთ ქეთი მაჭავარიანი

მრევლი და სასულიერო პირები ელოდებიან პატრიარქის ჩამოსვლას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ფოტო: ნეტგაზეთ ქეთი მაჭავარიანი

მრევლი და სასულიერო პირები ელოდებიან პატრიარქის ჩამოსვლას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ფოტო: ნეტგაზეთ ქეთი მაჭავარიანი

ილია მეორის დასახვედრად ყვავილების თაიგულით ლილი მარსაგიშვილიც მივიდა. პატრიარქის მოსვლამდე მან ნეტგაზეთს უთხრა, რომ  არ ჰქონდა იმის იმედი, რომ თაიგულს პატრიარქს გადასცემდა.

“მოვიტანე, მაგრამ ვიცი, რომ ვერ გადავცემ. ყვავილები ძალიან უყვარს პატრიარქს. ყოველი შემთხვევისთვის მაინც მოვიტანე…  ის ყველაფერს გრნობს და ხედავს და იცის, ვინ, რა გულით მოვიდა,”- გვითხრა მან.

პატრიარქის მოსვლის შემდეგ ლილი მარსაგიშვილი შეეცადა, თაიგული მიეწოდებინა პატრიარქისთვის, თუმცა დაცვამ ყვავილები არ გამოართვა.

ლილი მარსაგიშვილი პატრიარქთან შესახვედრად ყვავილებით მივიდა, თუმცა, თაიგული პატრიარქს ვერ გადასცა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ლილი მარსაგიშვილი პატრიარქთან შესახვედრად ყვავილებით მივიდა, თუმცა, თაიგული პატრიარქს ვერ გადასცა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მონაზონი ანისია იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ნეტგაზეთთან ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ვინმეს განსაკითხველი ან განსასჯელი არ არის.

“პატრიარქს რომ არ უნდოდეს, გვერდზე არ ეყოლებოდა… შორენა არის ძალიან ძლიერი და ძალიან პატიოსანი ქალბატონი, რომელიც მას ემსახურება. თავისი ცხოვრება შესწირა მას,”-განაცხადა მონაზონმა ანისიამ.

მონაზონი ანისია. მან დღეს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ განკითხვის უფლება არავის აქვს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მონაზონი ანისია. მან დღეს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ განკითხვის უფლება არავის აქვს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი.

აეროპორტში იმყოფებოდა ეპისკოპოსთა ნაწილიც. ისინი, სავარაუდოდ, აეროპორტის შემობაში ელოდებოდნენ ილია მეორის ჩამოსვლას.

ეპისკოპოსტები აერპოპრტში პატრიარქის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. ფოტო: ნეტგაზეთ/ქეთი მაჭავარიანი

ეპისკოპოსტები აერპოპრტში პატრიარქის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. ფოტო: ნეტგაზეთ/ქეთი მაჭავარიანი.

თვითმფრინავი, რომლითაც ილია მეორემ იმგზავრა ბერლინიდან თბილისში ფოტო: ნეტგაზეთ/ქეთი მაჭავარიანი 20.02.17

თვითმფრინავი, რომლითაც ილია მეორემ იმგზავრა ბერლინიდან თბილისში ფოტო: ნეტგაზეთ/ქეთი მაჭავარიანი 20.02.17

ილია მეორე დაცვის წევრებთან ერთად გადმოვიდა ავტომობილიდან და ჟურალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ილია მეორე ბერლინში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 20.02.17

ილია მეორე ბერლინში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 20.02.17

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევისწავლოთ ხელისუფლებასთან ერთად ეს საკითხები და გამოიტანთ დასკვნას,”- განაცხადა პატრიარქმა ჟურნალისტებთან.  მან ქართველ ხალხს და გერმანელ ექიმებს მადლობა გადაუხადა.

ილია მეორე ბერლინში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 20.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ილია მეორე ბერლინში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა 20.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ილია მეორეს მრევლი საპატრიარქოსთანაც დახვდა.

პატრიარქის ჩამოსვლა 08

ილია მეორეს მრევვლი საპატრიარქოსთან ანთებული სანთლებით დახვდა. ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

პატრიარქის ჩამოსვლა 09

ილია მეორეს მრევვლი საპატრიარქოსთან ანთებული სანთლებით დახვდა. ფოტო: ნეტგაზეთი/ელენე ხაჭაპურიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი