ახალი ამბები

ანონსი – 15 თებერვალი

14 თებერვალი, 2017 • 1977
ანონსი – 15 თებერვალი

გთავაზობთ 15 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

09:00საათზე – სასტუმრო „ბილთმორში“ (მის.: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი N27) ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი საერთაშორისო კონგრესს „ჰიდროენერგეტიკა, კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ გახსნის.

11:00 საათზე საქართველოს სახალხო დამცველი თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

2:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი, ასოციაციის საერთაშორისო მდივანი დავით ასათიანი გამართავენ ბრიფინგს. თემა: ადვოკატთა ასოციაციის პოზიცია აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. მისამართი: ზუბალაშვილების 36.

13:30 საათზე  “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები – დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “სახელმწიფო მიწების უცხოელებზე გასხვისება” მის.: თბილისი, პარლამენტი, ბრიფინგების ოთახი.

14:00 საათზე თბილისის პროკურატურაში “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე, გამოძიებას მისცემს ჩვენებას აფეთქებასთან დაკავშირებით.

1

მასალების გადაბეჭდვის წესი