ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის ქონება და სესხი “ქართუ ბანკიდან”

5 თებერვალი, 2017 • 32057
პრემიერ-მინისტრის ქონება და სესხი “ქართუ ბანკიდან”

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ქონებრივი დეკლარაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს, დეკლარაციის მიხედვით თბილისში ფლობს ერთ საცხოვრებელ სახლს,  ბინას, აგარაკს დუშეთის რაიონში და მიწის ნაკვეთებს.

Screen Shot 2017-02-05 at 10.50.17 AM

დეკლარაციის შევსების დღისთვის კვირიკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები ასე გამოიყურებოდა:

Screen Shot 2017-02-05 at 10.51.19 AM

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კვირიკაშვილს 2016 წლის განმავლობაში 51 369,57 ლარის ხელფასი აქვს მიღებული, რაც საშუალოდ თვეში 4280 ლარი გამოდის.

დეკლარაციის თანახმად 2015 წელს “ქართუ ბანკიდან კვირიკაშვილს 173 500 აშშ დოლარი აქვს ნასესხები, ხოლო მის მეუღლეს- 48 800 დოლარი. 2016 წელს მათ ამ სესხების მომსახურებაზე, ჯამში, 73 530 დოლარი დახარჯეს, თუმცა მაია ცინაძემ, კვირიკაშვილის მეუღლემ, 2016 წელს 118 800 აშშ დოლარის შემოსავალიც მიიღო გაკრვეული საკუთრების დათმობის სანაცვლოდ.

Screen Shot 2017-02-05 at 10.57.42 AM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი