ახალი ამბები

ანონსი – 26 იანვარი

26 იანვარი, 2017 • 2775
ანონსი – 26 იანვარი

ხვალ, 26 იანვარს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი:

09:00 – ევროკავშირის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 6 პროექტის პრეზენტაცია. პროექტებს, რომელთა საერთო ღირებულება 11 მილიონი ლარია, განახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდარი ორგანიზაციები. გაახორციელდება დამატებითი ღონისძიებებიპატიმრების, ყოფილი პატიმრების,  პირობით მსჯავრდებულთა და კანონთან წინააღმდეგობაში მყოფიბავშვების რეაბილიტაცისა და სოციალურ რეადაპტაციის სფეროში. სასტუმრო “რუმსი”.

09:30 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „100 მედეგი ქალაქის“ პროგრამის ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, მედეგობის მთავარი მრჩევლები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

11:00 – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომა. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

12:00 –  საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის “რესპუბლიკელები” წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ერთობლივ ბრიფინგს ჩაატარებენ. თემა: თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობა.

13:00 –  საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ადგილი თბილისი მერიოტი, დარბაზი სანადიმო.

13:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირმა ინაშვილის პრესკონფერენცია თბილისი, საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი 410)

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი