ახალი ამბები

სერბეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას იწყებს

29 დეკემბერი, 2016 • 5738
სერბეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას იწყებს
სერბეთი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება სერბეთის რესპუბლიკაში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ). ვიზა გაიცემა ქ.კიევში (უკრაინა) სერბეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

Screen Shot 2016-12-29 at 11.09.31 AM

თუმცა მოქალაქეს,  რომელიც ფლობს აშშ-ის, შენგენის წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ან  ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის გამოყენებულ მოქმედ მრავალჯერად ვიზას ან ცხოვრების ნებართვას, შეუძლია  გაემგზავროს სერბეთში ვიზის გარეშე.

“2016 წლის 27 დეკემბერს სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სერბეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რამოდენიმე ქვეყანასთან და მათ შორის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს ორდინარული პასპორტის მფლობელებს სერბეთში ვიზის აღების ვალდებულების გარეშე იმოგზაურონ. დეტალების დაზუსტებაზე მუშაობს საბერძნეთში საქართველოს საელჩო. სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო ვადებისა და დეტალების შესახებ”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი