ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე გრიგოლიას მიერ კანდიდატურის მოხსნაზე საუბრობს

30 სექტემბერი, 2012 • • 902
გიორგი თარგამაძე გრიგოლიას მიერ კანდიდატურის მოხსნაზე საუბრობს

“მაშინ როდესაც მან ეს განცხადება საარჩევნო ბიულეტენები სტამბაში იყო ჩაშვებული და დაბეჭდილი, კანონით უკვე თავიდან ამას ვერავინ დაბეჭდავდა”, – განაცხადა თარგამაძემ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტის, ირინე ურუშაძის თქმით, ოფიციალურად, გრიგოლია მაჟორიტარობის კანდიდატურიდან მოხსნილად არ ითვლება.

“კანონის დონეზე ინგა გრიგოლიას კანდიდატურა მოხსნილი არ არის საარჩევნო პროცესიდან, რადგან ამის დრო უკვე ამოწურული იყო. ის ჩვეულებრივად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და თუ ხმათა საჭირო რაოდენობას დააგროვებს, გლდანის მაჟორიტარადაც აირჩევა. ამის შემდეგ კი უკვე მასზეა დამოკიდებული უარს იტყვის მანდატზე, თუ მისი განცხადება პოლიტიკურ განცხადებადვე დარჩება”, – თქვა ირინა ურუშაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიამ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ქრისტიან–დემოკრატებმა” ცესკო–ში 25 სექტემბერს მხარი დაუჭირეს არჩევნების დღეს მედიის შემზღუდავი დადგენილების მიღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი