ახალი ამბები

კალაძის პრესსამსახური: ‘ოცნების’ წევრს მანქანა დაუწვეს

30 სექტემბერი, 2012 • • 953
კალაძის პრესსამსახური: ‘ოცნების’ წევრს მანქანა დაუწვეს

დღეს, გამთენიისას სამტედიის რაიონში, სოფელ მეორე მიწაბოგირაში მცხოვრებ ხვიჩა ფანცულიას, საკუთარ ეზოში მანქანა დაუწვეს. ხვიჩა ფანცულია. კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტია. როგორც “ნეტგაზეთს” კახა კალაძის პრესამსახურმა ოთარ ჩრდილელმა განუცხადა, ჯერ მანქანის უკანა მინა ჩაამტვრეს და შემდგომ დაუდგენელი საშუალებით მანქანა დაწვეს.

ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული:

” ექსპერტიზაც 2 საათის დაგვიანებით მოვიდა, სამტრედიის პოლიციას საღათას ძილით სძინავს, სამტრედიას პოლიციას მივმართეთ და საქმის კურსში ჩავაყენეთ.  სამტრედიის პოლიციის უფროსი  “ქართული ოცნების” მხარდამჭერების დევნითაა დაკავებული. “- აღნიშნავს ჩრდილელი.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი