ახალი ამბები

ჟურნალისტები გლდანის ციხიდან პატიმართა უსაფრთხოების გამო გამოუშვეს

21 სექტემბერი, 2012 • 871
ჟურნალისტები გლდანის ციხიდან პატიმართა უსაფრთხოების გამო გამოუშვეს

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც გლდანის საპყრობილეს ეზოში იმყოფებოდნენ, პატიმართა უსაფრთხოების გამო გამოუშვეს. 

 

“პატიმრები კამერების დანახვაზე ძალიან ემოციურები არიან. ამ მძიმე და მღელვარე დღეების შემდეგ მათ დასვენება ესაჭიროებათ. ეს გადაწყვეტილება, პატიმრების ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო სამინისტრომ. ამასთან, ჟურნალისტებს ვაცნობებთ, როდის შეძლებენ ისინი ადგილზე მისვლას,”- ამბობს ნინო ერემაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი