ახალი ამბები

2016 წლის 9 თვეში პროკურატურამ ნარკოტიკის მოხმარებაზე დევნა 1 748 შემთხვევაში დაიწყო

28 ნოემბერი, 2016 • 4820
2016 წლის 9 თვეში პროკურატურამ ნარკოტიკის მოხმარებაზე დევნა 1 748 შემთხვევაში დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურორის ანგარიშის თანახმად, 2016 წლის ცხრა თვეში ნარკოდანაშაულის სტატისტიკა მაღალია.

კერძოდ, 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) – გამოძიება 1 758 შემთხვევაში დაიწყო, რაც დანაშაულების საერთო რაოდენობის 11.9%-ს შეადგენს. 260-ე მუხლით – (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) გამოძიება 1 579 შემთხვევაში დაიწყო, რაც საერთო რაოდენობის 10.27%-ს შეადგენს. 265-ე მუხლით (რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას)  გამოძიება 172 შემთხვევაში დაიწყო, რაც დანაშაულების 1.2%-ს შეადგენს.

საერთო ჯამში, 2016 წლის 9 თვეში პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა 12 2348 საქმეზე დაიწყო.

pog statistika

ერთად აღებული 273-ე, 260-ე და 265 მუხლებით დაწყებული სისხლისსამართლებრვი დევნის ჯამი აჭარბებს ქურდობის მუხლით დაწყებულ დანაშაულს. ყველაზე ხშირად 2016 წელს პროკურატურა დევნას სწორედ 177-ე მუხლით (ქურდობა) იწყებდა.

177-ე მუხლი (ქურდობა) –  2 884 შემთხვევა, რაც დანაშაულების საერთო რაოდენობის 19.6%-ს შეადგენს.

273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება) – 1 748 დანაშაული, რაც საერთო რაოდენობის  11.9%- ს შეადგენს.

260-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) – 1579 შემთხვევა, რაც საერთო რაოდენობის 10.7%-ს შეადგენს.

125-ე მუხლი (ცემა)- 969 შემთხვევა, რაც  დანაშაულების საერთო ოდენობის 6.6%-ს შეადგენს.

126-ე პრიმა მუხლი (ოჯახში ძალადობა) – 648 შემთხვევა, რაც დანაშაულების 4.4%-ს შეადგენს.

 

pog statistika 1

“ვინაიდან ნარკოტიკული დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშულს, 2016 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის ინიციატივით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განხორციელდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევა” – აცხადებს პროკურატურა, თუმცა ანგარიშში კვლების შედეგებზე საუბარი არ არის.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს 10 რეგიონში სსკ-ის 273-ე მუხლით მსჯავრდებული 1163 პირი გამოკითხეს. ანგარიშის თანახმად, კვლევის ანგარიში შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ და რეკომენდაციებს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებზე. ასევე, მათივე განცხადებით, კვლევის შედეგებს პროკურატურა გამოიყენებს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას. ასევე, პროკურატურა აცხადებს, რომ გეგმავს კვლევის ანგარიშის გასაჯაროებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი