ახალი ამბებიეკონომიკა

საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში იმპორტმა $8249 მლნ შეადგინა, ექსპორტმა – $1701 მილიონი

14 ნოემბერი, 2016 • 1357
საქსტატი: იანვარ-ოქტომბერში იმპორტმა $8249 მლნ შეადგინა, ექსპორტმა – $1701 მილიონი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში იმპორტმა 8249 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31%-ით აღემატება წინა წლის ანალგიურ მაჩვენებლებს, ხოლო ექსპორტმა – 1701 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (7 პროცენტით ნაკლები წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 6548 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 66 პროცენტი შეადგინა.

“აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5851 მლნ. აშშ დოლარს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 პროცენტით ნაკლებია”, – ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.

მთლიანობაში, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9950 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი