ახალი ამბები

13 აგვისტომდე თბილისში მარჯვენა სანაპირო გადაკეტილი იქნება

10 აგვისტო, 2012 • 1157
13 აგვისტომდე თბილისში მარჯვენა სანაპირო გადაკეტილი იქნება

თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შექმნილმა საცობმა ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. 

 

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დღეიდან 4 დღის განმავლობაში მტკვრის მარჯვენა სანაპირო თბილისის მერიის მიერ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გადაიკეტება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გაფართოება მიმდინარეობს:

 

“მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიის მიერ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. 10- დან 13 აგვისტოს ჩათვლით  შეიზღუდება გადაადგილება მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდიდან გალაქტიონის ხიდის მიმართულებით, ვინდაიდან  ამ მონაკვეთზე  გზის გაფართოება მიმდინარეობს. სარტანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ  ზაარბრუკენის მოედნიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით”, – ნათქვამია მერიის ოფიციალურ განცხადებაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი