ახალი ამბები

ალექსი დოთიაშვილი ცხინვალიდან 2000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

2 ნოემბერი, 2016 • 1289
ალექსი დოთიაშვილი ცხინვალიდან 2000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ორი დღის წინ სოფელ კირბალთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ალექსი დოთიაშვილი ცხინვალმა 2000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლა. ქართველ სამართალდამცავებს დაკავებული ერგნეთის ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

“ტყეში მივდიოდი შეშის მოსაჭრელად. დამიჭირეს და წამიყვანეს ღრომში, ხოლო ღრომიდან ცხინვალში. საზღვარი რატომ გადმოკვეთეო. 2000 რუბლი გადამიხადეს და წამოვედი, შეურაცხყოფა არავის მოუყენებია,” – აცხადებს დოთიაშვილი “იმედთან” საუბრისას.

31 ოქტომბერს 49 წლის ალექსი დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა გორის რაიონის სოფელ კირბალთან ახლოს ტყეში დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. კირბალი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელია. დაკავებულს ბრალად ედობოდა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა.

სხვადასხვა დროს რუსმა სამხედროებმა საქართველოს არაერთი მოქალაქე დააკავეს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის სიახლოვეს ანალოგიური ბრალდებით. ამ ბრალდებით დაკავებულებს ცხინვალი ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი