ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, თელავში სახლების 70 % აღდგენილია

26 ივლისი, 2012 • 923
სააკაშვილის თქმით, თელავში სახლების  70 % აღდგენილია

“რომელი მთავრობა რომელ ქვეყანაში მოახერხებდა, რომ ერთ კვირაში, თუნდაც 70%-ის ფეხზე დადგომას სახლების, როგორც ჩვენ მოვახერხეთ”, – განაცხადა სააკაშვილმა 26 ივლისს თელავში სტუმრობისას და დასძინა –  “აი, ეს არის ჩვენი მთავრობა, აი, ეს არის ჩვენი ეფექტურობა, ეს არის ჩვენი ერთად დგომა, ეს არის ახალი საქართველო”.

ამ ვიზიტის ვიდეოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თუმცა დღესვე palitra.tv-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში პრეზიდენტი ერთ-ერთ ადგილობრივს ეუბნება, რომ ჯერჯერობით მხოლოდ  კახეთის მესამედში შეძლეს მისვლა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

“მე მინდა კახელებს ვუთხრა, რა თქმა უნდა, ყველგან ვერ შევიდოდით, არც ამდენი შიფერი გვქონდა,  არც ამდენი მუშა გვყავდა, მაგრამ ყველგან შევალთ, ყველაფერს გავაკეთებთ და, რაც მთავარია,  სახურავების პარალელურად უნდა წავიდეს ეზოების მოწყობა. თელავი უნდა ვაქციოთ საქართველოს სანიმუშო გვირგვინად და ქალაქად” , – ამბობს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი