ახალი ამბები

სექტემბერში “ქართული ოცნების” ყველაზე მსხვილი შემწირველები დეპუტატობის კანდიდატები არიან

17 ოქტომბერი, 2016 • 2110
სექტემბერში “ქართული ოცნების” ყველაზე მსხვილი შემწირველები დეპუტატობის კანდიდატები არიან

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სექტემბერში “ქართული ოცნების” ყველაზე მსხვილი შემწირველები ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიული სიის წევრები არიან.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც “ოცნებას” სექტემბერში თანხას შესწირეს, ასე გამოიყურება:

გია ვოლსკი –  8 ათასი ლარი;

პაატა მხეიძე – 10 ათასი ლარი;

კობა ლურსმანაშვილი – 10 ათასი ლარი;

რომან მუჩიაშვილი – 10 ათასი ლარი;

ფატი ხალვაში – 20 ათასი ლარი;

გედევან ფოფხაძე – 20 ათასი ლარი;

ნინო გოგუაძე – 20 ათასი ლარი;

გელა სამხარაული – 20 ათასი ლარი;

ზაზა გაბუნია – 30 ათასი ლარი;

ვალერი გელაშვილი – 30 ათასი ლარი;

სოფიო კილაძე – 35 ათასი ლარი;

იოსებ მაკრახიძე – 50 ათასი ლარი;

არჩილ თალაკვაძე – 50 ათასი ლარი;

ლევან კობიაშვილი -55 ათასი ლარი;

პარტიული სიის წევრები, რომლებმაც სექტემბერში ოცნებას თანხები შეწირეს:

ოთარ ჩრდილელი – 25 ათასი ლარი;

რატი იონათამიშვილი – 25 ათასი ლარი;

მამუკა მდინარაძე – 30 ათასი ლარი;

ზვიად კვაჭანტირაძე – 35 ათასი ლარი;

გიორგი გაჩეჩილაძე – 35 ათასი ლარი;

მანანა კობახიძე – 35 ათასი ლარი;

ეკა ბესელია- 35  ათასი ლარი;

ერეკლე ტრიპოლსკი – 35 ათასი ლარი;

ლერი ხაბელოვი – 35 ათასი ლარი;

ვიქტორ ჯაფარიძე – 35 ათასი ლარი;

გიგა ბუკია -35 ათასი ლარი;

გია ჟორჟოლიანი – 40 ათასი ლარი;

სამველ მანუკიანი –  45 ათასი ლარი;

კახა კალაძე – 50 ათასი ლარი;

ირაკლი კობახიძე – 50 ათასი ლარი;

აკაკი ზოიძე – 50 ათასი ლარი;

კახაბერ კუჭავა – 55 ათასი ლარი.

 

ჩამოთვლილი პირებიდან რამდენიმე მოქმედი დეპუტატია. რიგითი დეპუტატის თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარია, ხოლო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა – 1790 ლარი. ჯამში, საუბარია 3 790 ლარზე, რაც წელიწადში 45 480 ლარია.

დეპუტატის ხელფასი

ჯამში, სექტემბერში “ქართულმა ოცნებამ” 7 მილიონ ლარზე მეტის შემოწირულობა მიიღო. “ქართული ოცნების” ყველაზე მსხვილ შემომწირველებს შორის ამ პარტიის წარმომადგენლები პირველად არ არიან. ივლისში პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში, გენადი მარგველაშვილმა პარტიას  55 ათასი ლარი შესწირა, ქუთაისის მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, კობა ნარჩემაშვილმა- 55 ათასი ლარი, ხოლო თერჯოლა-ტყიბულის კანდიდატმა, გენადი გოცირიძემ- 60 ათასი ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი