ახალი ამბები

ხმების რეკორდული რაოდენობა – 89.06% “ოცნების” კანდიდატმა საჩხერეში მიიღო

9 ოქტომბერი, 2016 • 1241
ხმების რეკორდული რაოდენობა – 89.06% “ოცნების” კანდიდატმა საჩხერეში მიიღო

იმერეთის რეგიონში არსებული 11 მაჟორიტარული ოლქიდან ხუთში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა პირველსავე ტურში გაიმარჯვეს, თუმცა ხმების რეკორდული რაოდენობა მიიღო საჩხერის #53 ოლქში “ოცნების” კანდიდატმა პაატა კვიჟინაძემ – 89.06% [სულ 55 უბნიდან მონაცემები დათვლილია 53 უბნის მიხედვით].

“ოცნების” კანდიდატებმა პირველსავე ტურში გაიმარჯვეს შემდეგ ოლქებში:

  • ვანი-ხონის #54 ოლქში გრიგოლ ლილუაშვილმა ქართული ოცნებიდან გაიმარჯვა ხმების 59.13%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი ზურაბ ჯიბუხაია – 22.48% [სულ 60 უბნიდან მონაცემები დათვლილია 58 უბნის მიხედვით];
  • სამტრედიის #55 ოლქში გრიგოლ მიქელაძემ ქართული ოცნებიდან გაიმარჯვა ხმების 57.72%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი მერაბ ჯანელიძე – 33.28% [სულ 50 უბნიდან მონაცემები დათვლილია 50 უბნის მიხედვით];
  • წყალტუბოს #57 ოლქში ცოტნე ზურაბიანმა ქართული ოცნებიდან გაიმარჯვა ხმების 52.69%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი მამუკა საღარეიშვილი – 32.5% [სულ 67 უბნიდან მონაცემები დათვლილია 62 უბნის მიხედვით];
  • თერჯოლა-ტყიბულის #50 ოლქში ელგუჯა გოცირიძემ ქართული ოცნებიდან გაიმარჯვა ხმების 50.22%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ენმ-ის წარმომადგენელი ოთარ კახიძე – 30.04% [სულ 65 უბნიდან მონაცემები დათვლილია 61 უბნის მიხედვით].

რაც შეეხება სხვა ოლქებს იმერეთში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურებია მოსალოდნელი შემდეგ ოლქებში, სადაც ერთამენთს დაუპირისპირდებიან შემდეგი კანდიდატები:

1. ბაღდათი-ხარაგაულის #51 ოლქი

კობა ლურსმანაშვილი, ქართული ოცნება – 47.15%

გიორგი რობაქიძე, ენმ – 26.19%

ამ ოლქში სულ 74 უბნიდან მონაცემები დათვლილია 71 უბნის მიხედვით

2. ზესტაფობის #52 ოლქი

შალვა კიკნაველიძე, ქართული ოცნება – 43.97%

ბეჟან ბუცხრიკიძე, ენმ – 27.76%

ამ ოლქში სულ 46 უბნიდან მონაცემები დათვლილია 44 უბნის მიხედვით

3. ჭიათურის #56 ოლქი

სულხან მახათაძე, ქართული ოცნება – 34.35%

თეიმურაზ გაფრინდაშვილი, თავისუფალი დემოკრატები – 19.11%

ამ ოლქში სულ 58 უბნიდან მონაცემები დათვლილია 58 უბნის მიხედვით

აღნიშნულ ოლქებს ემატება ქუთაისის სამი ოლქი, სადაც ასევე მეორე ტურებია მოსალოდნელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი