ახალი ამბები

ქუთაისში GDS- ის და “იბერიის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ტექნიკა დაუზიანეს

9 ოქტომბერი, 2016 • 1624
ქუთაისში GDS- ის და “იბერიის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ტექნიკა დაუზიანეს

ქუთაისის სარჩევნო ოლქის 90-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე gds-ის და იბერიის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ტექნიკა დაუზიანეს.

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტის, ლევან ფანცხავას თქმით, საარჩევნო უბანზე მიმდებარე ტერიტორიაზე ხალმხრავლობა იყო და კადრების გადაღებისას ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“GDS-ის ოპერატორს შეაგინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შემდეგ ადგილზე გამოჩნდა ნაცმოძრაობის კანდიდატი გიგი წერეთელი და როდესაც ოპერატორები მასთან მივიდნენ გადასაღებად, იქაც ატყდა ჩხუბი. დაზიანებულია ჩემი და gds -ის კამერა. პერანგი შემომახიეს და ასე შემდეგ”.

ამ ეტაპზე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე სიტუაცია განმუხტულია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

მასალების გადაბეჭდვის წესი