ახალი ამბები

მამუკა ჯიბლაძე მიმინოშვილთან შეხვედრამდე გაუჩინარდა

13 ივნისი, 2012 • 1217
მამუკა ჯიბლაძე მიმინოშვილთან შეხვედრამდე გაუჩინარდა

როგორც მიმინოშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ის მამუკა ჯიბლაძეს შეხვედრაზე ტელეფონით შეუთახნმდა.

 

“11 ივნისს, 2 საათზე უნდა შევხვედროდით, თუმცა არ მოვიდა. სახლში დაიბარა, რომ 5 საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო. მის ტელეფონზე ზარი ჩვეულებრივად გადიოდა. საბოლოოდ ტელეფონი გუშინ მის სახლში იპოვეს,” – ამბობს მიმინოშვილი. 

 

შეგახსენებთ, დღეს, 13 ივნისს ნეტგაზეთისვის ცნობილი გახდა, რომ გაუჩინარებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ჯიბლაძე. 

 

მამუკა ჯიბლაძე, მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (“CAT”) ალგორითმის ავტორია.

 

ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან დაითხოვა. 

 

აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარისთვის ნეტგაზეთმა დღეს, 13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც შს  სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოტა უტიაშვილმა გვითხრა, მისთვის ეს ფაქტი ცნობილი არ არის და გაარკვევს. 

 

ამ დროისთვის, შსს ადასტურებს ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტს და აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია.  

მასალების გადაბეჭდვის წესი