ახალი ამბები

ბექაური: “მე-9 არხს ტექნიკასთან დაკავშირებით ისევ პრობლემები აქვს”

9 მაისი, 2012 • 1014
ბექაური: “მე-9 არხს ტექნიკასთან დაკავშირებით ისევ პრობლემები აქვს”

მეცხრე არხი
მეცხრე არხი

მე-9 არხის გენერალური დირექტორის, კახა ბექაურის თქმით, აპარატურის შემოტანასთან დაკავშირებით არხს ისევ პრობლემები აქვს.

“სულ რვაჯერ დაგვიწვეს ტექნიკა. ამჟამად ისევ პრობლემები გვაქვს,”-ამბობს მე-9 არხის გენერალური დირექტორი.

ბექაურის თქმით, უკანასკნელი ტვირთი გუშინ, 8 მაისს განაბაჟეს, თუმცა, ჯერ კიდევ არ იციან, რა მდგომარეობაშია ის.

“ჩვენ ვიცით, რომ გამოგზავნისას ეს ტექნიკა იყო მუშა მდგომარეობაში. თუმცა აღნიშნულ ტვირთს დილიდან ამოწმებს დამოუკიდებელი საექსპორტო კომპანია FGS, რის შემდეგაც გავიგებთ, რამდენად დაზიანების გარეშეა ის,”- ამბობს ბექაური.  

რაც შეეხება ტექნიკის დაზიანებით მიყენებულ ზარალს, არხის გენერალური დირექტორის თქმით, ის 1.5 მილიონ აშშ დოლარზე მეტია და მას, როგორც დაზღვეულ ტვირთს, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ. 

“ამის შემდეგ სადაზღვევო კომპანიები დაიწყენებენ საქმის მოკვლევას და აპარატურის დაზიანების მიზეზების დადგენას,”- განმარტავს ბექაური.

ბექაურის თქმით, დამნაშავის მისამართით მომწოდებლები და სადაზღვევო კომპანიები სარჩელსაც შეიტანენ.  

მე-9 არხის გენერალურიმა დირექტორმა დაახლოებით ორი თვის წინაც გააკეთა განცხადება, რომ ტექნიკის საბაჟოზე გადმოტანის შემდეგ ტვირთი დაზიანებული აღმოჩნდა და გამოთქვა ეჭვი, რომ ტვირთის დაზიანება ხელოვნურად ხდებოდა. 

ტვირთის ხელოვნურად დაზიანება უარყო შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი