ახალი ამბები

გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

6 მარტი, 2012 • 1019
გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო 12:00–დან 18:00სთ–მდე შეზღუდვაა დაწესებული, “თუმცა არ ვიცით, გაგრძელდება თუ არა შეზღუდვა ხვალაც”, – განაცხადეს სააგენტოში.

უღელტეხილზე აკრძალულია 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების და მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.

ამჟამად ყველაზე დიდი თოვლია ხულოში– 233 სანტიმეტრი, ასევე თოვს შოვში, სადაც თოვლის საფარი 70 სანტიმეტრს აღწევს, მესტიაში – 54 სანტიმეტრი, ბაკურიანში – 78, თიანეთში – 22, ხოლო ფასანაურში – 26 სანტიმეტრი.

ჯვრის უღელტეხილზე თოვლის საფარი 235, ხოლო რიკოთის უღელტეხილზე 288 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

თოვა არ არის მოსალოდნელი თბილისში, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ საღამოს თბილისში ტემპერატურა –1 გრადუსამდე დაეცემა, ხვალ კი 5–7 გრადუსია მოსალოდნელი:

“ასევე, თბილისში დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17–22 მეტრი წამში, რომელიც ხვალ დღისითაც შენარჩუნდება”, – განაცხადეს სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი