ახალი ამბები

გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

13 ივლისი, 2016 • 1574
გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებულმა გუკა რჩეულიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ აპირებს, პროკურატურას ჩაბარდეს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, რჩეულიშვილი უკვე დაკავებულია.

“ის, რაც მოხდა დედაჩემზე, ის, რაც ხდება ჩემზე, პოლიტიკურია.. მე ვიყავი ცენტრ პოინტის დირექტორი და ახლა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, მე უნდა მივიდე იქ, რა თქმა უნდა, ჩავბარდე და დავამტკიცო ჩემი სიმართლე. ყველა ამ საბუთზე ხელი მაქვს მოწერილი… სალომე ჩარკვიანის დაჭერა ხომ საერთოდ სასაცილოა… მე ვიყავი გენერალური დირექტორი და მოსამართლეს არ ექნება დარჩენილი სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დანარჩენი პირები გამოუშვას,”-აცხადებს გუკა რჩეულიშვილი.

მთავარმა პროკურატურამ „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, გუკა რჩეულიშვილს, ,,ცენტრ პოინტი აჭარის“ დირექტორებს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს ბრალი 10 ივლისს წაუყენა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით, ჯგუფურად, სხვისი ქონების გაფლანგვას ედავება. ჯამური თანხა 21 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი პროკურტურამ 10 ივლისს დააკავა. გუკა რჩეულიშვილზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა.

12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი 1 სექტემბერს დაინიშნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი