ახალი ამბები

ესპანეთის პოლიცია: ქართული მაფიის 18 წევრი დავაკავეთ [ვიდეო]

29 ივნისი, 2016 • 1666
ესპანეთის პოლიცია: ქართული მაფიის 18 წევრი დავაკავეთ [ვიდეო]

ესპანეთის ნაციონალური პოლიცია აცხადებს, რომ “ქართული მაფიის” [სახელად “კანონიერი ქურდის”] 18 წევრი დააკავეს, რომელთაც ბრალი  მადრიდში ათეულობით სახლის გაქურდვაში ედებათ. ნახეთ ვიდეო.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან კარის გაღების ექსპერტები, რომლებიც ამისათვის სპეციალურ ტექნიკას იყენებენ. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულებს ნაქურდალის ნაწილი ე.წ. ობშიაკში შეჰქონდათ, რომელსაც ესპანეთის საზღვრების გარეთ მოქმედი ორგანიზაციები აკონტროლებენ.

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, გარდა ზემოხსენებული 18 ადამიანისა, დაკავებულია 5 სხვა ადამიანი, ვინც მათთან თანამშრომლობდა. ესპანეთის პოლიციის ცნობით, დაჯგუფების ლიდერი ამჟამად თურქეთის ციხეში იმყოფება და იქიდან აკონტროლებს “კლანს”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი