ახალი ამბები

“თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს”

29 ივნისი, 2016 • 1364
“თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს”

“თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს, 22 საათსა და 15 წუთზე ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რომელსაც წინ სროლის ხმა უძღოდა. აეროპორტში მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი