საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, სამინისტრომ პროგრამა ”ჩემი პირველი კომპიუტერისთვის” სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2011 წელს 32 000 000 ლარი მიიღო.
პროგრამა ” ჩემი პირველი კომპიუტერი” 2010 წლიდან ხორციელდება, 2010 წელს პროგრამისთვის 2 854 000 ლარი გამოიყო. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განცხადებით, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია, რადგან დეტალური ხარჯთაღრიცხვა არ არის მოწოდებული.