ახალი ამბები

შოთაძე: გამოძიებისათვის გიგა ოთხოზორიას მკვლელის ვინაობა ცნობილია

21 მაისი, 2016 • 1429
შოთაძე: გამოძიებისათვის გიგა ოთხოზორიას მკვლელის ვინაობა ცნობილია

საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პიროვნების ვინაობა გამოძიებისათვის უკვე ცნობილია. ირაკლი შოთაძის თქმით, სამართლებრივ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინფორმაცია საჯარო გახდება. განცხადება ამის შესახებ შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

“მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ შსს იძიებს ამ საქმეს და გამოძიებას დადგენილი ჰყავს კონკრეტულად ამ დანაშაულის ჩამდენი პირი. უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ,” – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მოგვიანებით, ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი