ახალი ამბები

თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრობა 34 კანდიდატს სურს

3 მაისი, 2016 • 1439
თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრობა 34 კანდიდატს სურს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური საბჭოს არჩვენებში მონაწილეობის მისაღებად 34 კანდიდატი დარეგისტრირდა.

თსუ-ს ცნობით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან არჩევნებში მონაწილეობა სურთ ნოდარ ელიზბარაშვილს, გიორგი ღვედაშვილს, ნანა შათაშვილს, რამაზ გახოკიძეს, ომარ ფურთუხიას, კობა გელაშვილს.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან – მარინე მინდორაშვილს, ნუგზარ თოდუას, შოთა შაბურიშვილს, ელგუჯა მექვაბიშვილს, ეკა ლეკაშვილს, ნუგზარ პაიჭაძეს, თემურ შენგელიას.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან- ამირან ბერძენიშვილს, იაგო კაჭკაჭიშვილს, ნოდარ ბელქანიას.

მედიცინის ფაკულტეტიდან- თენგიზ ცერცვაძეს, პაატა იმნაძეს, ნინო ოკრიბელაშვილს.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტიდან- რუსუდან სანაძეს, იზაბელა პეტრიაშვილს, თამარ აბაშიძეს, ეთერ ღვინერიას.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან -აპოლონ სილაგაძეს, დავით გოცირიძეს, ეკა ვარდოშვილს, მიხეილ ბახტაძეს, ქეთევან ხუციშვილს, ირინე დარჩიას, თინათინ მარგალიტაძეს, თამარ პაიჭაძეს, ჯონი კვიციანს.

იურიდიული ფაკულტეტიდან- ირმა ხარშილაძეს, ირინე ქურდაძეს.

ხოლო გიორგი ოთხმეზურმა, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორია, 28 აპრილს მოხსნა კანდიდატურა.

აკადემიური საბჭოს არჩვენები 11 მაისს გაიმართება, ხოლო მოქმედი საბჭოს წევრებს უფლებამოსილება 2016 წლის 16 მაისს შუეწყდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი