ახალი ამბები

დავით საყვარელიძე უკრაინაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

29 მარტი, 2016 • 1575
დავით საყვარელიძე უკრაინაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე და ოდესის ოლქის პროკურორი დავით საყვარელიძე პროკურატურის ორგანოებიდან დაითხოვეს – იუწყება უკრიანული სააგენტო უნიანი.

სააგენტოს ცნობით, უკრაინის გენერალური პროკურორის შესაბამისი გადაწყვეტილება პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

“პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ გენერალურ პროკურატურაში ბოლო პერიოდში ხშირად შემოდიოდა დეპუტატების კოლექტიური მიმართვები და მოთხოვნები საყვარელიძის აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის შეუსაბამისობის შესახებ. ასევე, გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა 29 მარტის ბრძანებით დისციპლინურ პასუხისგებაში მისცა დავით საყვარელიძე საპროკურორო ეთიკის უხეში დარღვევისთვის, სხვა პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევისთვის, ქცევისთვის, რომელიც პროკურატურის თანამშრომლისთვის შეუსაბამოა, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის და სასმსახურებრივი მოვალეობის შეუსაბამოდ შესრულებისთვის”, – წერს უნიანი.

დავით საყვარელიძე ფეისბუკზე წერის, რომ იგი განცხადებას სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთებს.

В 15:00 в Кризисном медиа центре я проведу брифинг по поводу своего сегодняшнего увольнения, где отвечу на все вопросы. Спасибо всем огромное за поддержку! Победа за нами!

Posted by Davit Sakvarelidze on Tuesday, March 29, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი