საზოგადოება

სარვამარტო მსვლელობა ქალების შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით [ფოტო]

8 მარტი, 2016 • 3826
სარვამარტო მსვლელობა ქალების შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით [ფოტო]

თბილისში, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე სარვამარტო მსვლელობით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და მოქალაქეებმა ქალთა შრომითი უფლებების დაცვა მოითხოვეს. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან შეუერთდა აქციას, სადაც მოქალაქეები პარლემენტისგან გენდერული კვოტირების კანონის მიღებას ითხვდნენ.

მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ორგანიზაციები: „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“, “ახალგაზრდა მწვანეები”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, “ქალის მზერა”, “ვეგან ჯორჯია”, “ლგბტსაქართველო”, “ანარქაფემინისტები”, “რადიკალი ლესბოსელების ჯგუფი” და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“.

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

მანეკენზე, რომელიც ხელში აქციის მონაწილეს უჭირავს, ვკითხულობთ წარწერას: “მე არ დავმადებულვარ იმისათვის, რომ მსხვერლი ვყოფილიყავი”.  ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

“ჩვენ ვაპროტესტებთ იმ მძიმე შრომით პირობებს, რომელშიც ქალები არიან,”- უთხრა ნეტგაზეთს EMC-ის იურისტმა, ლიკა ჯალაღანიამ. მისი თქმით, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს კვოტირების სისტემას, მაშინ დაბალანსებული საკნაონმდებლო ორგანო უფრო მეტად შეუწყობს ხელს ასეთი საკითხების გააქტიურებას.

მისივე თქმით, განსაკთრებით ჩაგრულ და მარგინალიზებულ მდგომარეობაში არიან ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალები.

“ამ ადამიანებს არ აქვთ ადეკვატური შრომითი პირობები, ისინი ექემდებარებიან სექსუალურ შევიწროებას და შევიწროების სხვადასხვა ფორმებს. მტრული სამუშაო გარემოს შექმნას სამუშაო ადგილებზე და რეალურად არანაირი მექანზმი კანონმდებლობაში არ არსებობს, რომ ასეთ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება მოხდეს,”- აცხადებს ლიკა ჯალაღანია.

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

იდენტობის სოციალური მუშაკი, ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ პრობლემაა, როდესაც ტრანსგენდერი ქალები ვერ ახერხებენ ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის შეცვლას, თუკი არ გაიკეთებენ ძვირადღირებულ ოპერაციას, რასაც ემატება მათი შევიწროება სამუშაო ადგილზე:

“მე, როგორც “იდენტობის” სოცილური მუშაკი, როემლიც ყოველდღიურად ვმუშაობ ამ ადამაინებთან, რეალურად არც ერთი წარმატებული შემთხვევა არ არის, როდესაც ტრანსგენდერი ადამაინი ან საქმდება, ან დასაქმების ადგილას არ განიცდის დისკრიმინაციას, რის გამოც პრაქტიკულად ის ტოვებს სამსახურს. საერთოდ, ბაზრიდან არიან გამოდევნილები ეს ადამიანები,”- ამბობს ქეთი ხუციშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

ანა აბაშიძე, ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დირექტორი ამბობს, რომ 8 მარტმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი მნიშვნელობა:

“პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ როდესაც კლარა ცეტკინი გამოვიდა იდეით, რომ 8 მარტი ყოფილიყო კონკრეტული დღე, ეს პირდაპირ ეძღვნებოდა ქალთა შრომით უფლებებს, რომელიც იმ პერიოდისთვის ბრუტალურად ირღვეოდა. ეს აქციები, ორივე აქცია, არის ძალიან მრავალფეროვანი, აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ფემინისტური თუ ქალთა მოძრაობის ჯგუფები და მთავარი იდეა, ეს შრომითი უფლებები იქნება თუ პოლიტიკური მონაწილეობა, მთავარი იდეა ის არის, რომ დავუბრუნოთ კონკრეტული შინაარსი 8 მარტს და ვთქვათ, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ სისტემურ ჩაგვრას. გავაპროტესტებთ მანამ, სანამ მინიმალურამდე არ იქნება დასული ის ბარიერები, რომელიც ქალს გააჩია შრომის ადგილასაც, პოლიტიკაშიც, ოჯახშიც და ზოგადად, საზოგადოებაშიც,”- ამბობს ანა აბაშიძე.

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ბექა გადაბაძე ამბობს, რომ თუკი კაცები ისწავლიან საკუთარი საცვლების რეცხვას, მაშინ მიხვდებიან, თუ რა შრომა უწევთ ქალებს შინამეურნეობაში:

“მე ვუჭერ მხარს ქალთა მოძრაობას, როგორც ერთი რიგითი კაცი და მგონია, რომ ზუსტად ის კაცური პრივილეგიები, რომელიც არსებობს, ძალიან ურთულებს ქალებს ცხოვრებას და კაცებმა უნდა ისწავლონ საკუთარი საცვლების რეცხვა, ჩემი აზრით, და ეს იქნება ძალიან მნიშვნელობანი მესიჯი იქიდან გამომდინარე, რომ ქალების შინამეურნეობაში გაწეულ შრომას არავინ არ აღიარებს.  როდესაც ისინი დაიწყებენ საკუთარი საცვლების რეცხვას და შინამეურნეობაში დაიწყებენ საქმიანობას, მიხვდებიან, თუ რა შრომას გასწევენ ქალები,”

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

სანამ ფილარმონიიდან დაიწყებოდა მსვლელობა, “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” წევრმა, სოფო ტაბატაძემ სარვამარტო მანიფესტი წაიკითხა.

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

სარვამარტო მსვლელობა. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

სარვამარტო მსვლელობა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

ყვავილების გამყიდველი ქალი, პოლიციელი, და მსვლელობა ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო - ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

აქცია ქალთა შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით. ფოტო – ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 08.03.2016

ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა 1975 წელს, თუმცა ქალებმა ბრძოლა თავიანთი უფლებებისთვის თავდაპირველად აშშ–ში დაიწყეს მე–20 საუკუნის დასაწყისში. 1908 წელს ნიუ–იორკში 15 ათასმა ქალმა მოაწყო მსვლელობა. ისინი ითხოვდნენ ნაკლებ სამუშაო საათებს, უკეთეს ანაზღაურებას და საარჩევნო ხმის უფლებას. სწორედ ამ მსვლელობის აღსანიშნავად 1909 წელს აშშ–ში 28 თებერვალი დაწესდა ქალთა ეროვნულ დღედ.

1910 წელს კოპენჰაგენში გაიმართა ქალთა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 17 ქვეყნის 100 ქალი. კონფენრეციაზე გერმანიის ნაციონალ–დემოკრატიული პარტიის წევრის, ქალთა მოძრაობის ლიდერის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაწესდა ქალთა საერთაშორისო დღე – 19 მარტი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი